პოლიტიკა

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად – ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე, ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელსა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, თანაგუნდელ მატვეი საფონოვითან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნის გამო აკრიტიკებს და უკრაინელ ფეხბურთელ ილია ზაბარნისთვის მიბაძვას ურჩევს. კიკნაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხვიჩა კვახარცელიას ღირსებას და პრინციპებს და აცხადებს, რომ მხოლოდ გატანილი გოლი მას კარგ ადამიანად ვერ აქცევს.

“კომენტატორმა თქვა, უკრაინელმა ზაბარნიმ რუს მეკარე საფონოვს ხელი არ ჩამოართვა ვარჯიშზეო. აი, ამას ქვია ღირსება და პრინციპულობა. ხვიჩა კვარაცხელიამ არათუ ხელი ჩამოართვა, შეახტა და ჩაეხუტა. ხვიჩა, იცი თუ არა, ვინ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინ მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ვინ ამოგვიხოცა ამდენი ხალხი? რუსს, პუტინის მეხოტბეს და ფეხქვეშ გამგებს, რანაირად ეხუტები? შენი სამშობლოს ისტორიას ან აწმყოს გაცნობიხარ საერთოდ? ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად. აშკარად არ გსმენია და ზაბარნის კითხე, იქნებ რამე მაინც გასწავლოს.

P.S. აბა, რა საერთოა კვარასა და სეტანტას შორის? დაგუგლული არ აქვს არცერთს სიტყვა ღირსება,” – წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.