პოლიტიკა

ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა, 1 კვირა გავიდა 26 მაისის აქციიდან – რომ ამბობდნენ “ახალ ფაზაში” შევდივართო, რა ისმის ახალი ფაზის შესახებ, ან წინა ფაზები რამდენად წარმატებული იყო?

ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდათ, დროს აკარგვინებენ, რადგან უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილს გარდა არაფერზე დგას, – წერს “გირჩის” წევრი, ლევან ჯგერენაია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიციის ალიანსს არც იდეა აქვს და საზოგადოებას ატყუებს, ხელისუფლებას კი ტყუილებით ვერ დაამარცხებენ.

“1 კვირა გავიდა 26 მაისის აქციიდან, ხომ გახსოვთ, რომ ამბობდნენ “ახალ ფაზაში” შევდივართო, რა ისმის ახალი ფაზის შესახებ, გაქვთ ვინმეს ინფორმაცია? ან წინა ფაზები თუ გაიაზრეს რამდენად წარმატებული იყო? რა შედეგები დადო და ახალი ფაზა რითი უნდა იყოს განსხვავებული? ტყუილია, იდეა გვაქვსო რომ ამბობენ. “იდეა გვაქვს” თქმა არ არის საკმარისი და არ ნიშნავს მის ქონას, არამედ თუ რაში გამოიხატება იდეა, რას ცვლიან, ეგ უნდა უთხრან ხალხს, მაგრამ ამას ვერ ათქმევინებ, რადგან იდეა არ არსებობს. იდეა რომ ჰქონდეთ და მერე ერთმანეთში იყვნენ ამაზე შეთანხმებული, ყველგან ამაზე უნდა საუბრობდნენ, რომ დამაჯერებლობა ჰქონდეთ და შთაბეჭდილება დარჩეს ხალხს, ამათ მართლა რაღაც განსხვავებულის გაკეთება ნდომებიათო. ალიანსის 9 პარტიიდან, 5 პარტიიის პოლიტიკოსმა 2020 წელსაც მოაწერა შეთანხმებას ხელი გირჩთან ერთად, თუ რა როგორ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ყველამ დაიკიდა და არავის ახსოვს. თან, რასაც მაშინ მოაწერეს ხელი გირჩთან, იმაზე არც აუხსნიათ თუ რა აღარ მოსწონთ და რატომ გადავიდნენ სხვა “იდეებზე”. იგივე ხალხი რომ ამბობს, ჩვენ იდეა გვაქვს და თან, შევასრულებთო მას, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს? თუ არ ჟღერს დამაჯერებლად, ტყუილებით როგორ შეიძლება დაამარცხო ხელისუფლება?” – წერს ჯგერენაია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.