პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოზე: სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი. ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. ამრიგად, როდესაც ვესწრები, ეს არის სიმბოლო ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები

გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ლანდაუმ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების აღდგეს.

„ვფიქრობ, ჩვენს ხალხებს ბევრი საზიარო რამ გააჩნიათ; მაგალითად ღირსების შეგრძნება, ეროვნული ღირსება და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყნის სუვერენიტეტის რწმენა; სამწუხაროა, რომ უკანასკნელ წლებში ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად ახლო არაა, როგორც ამას ვისურვებდი… იმ ყველა დამაკავშირებელი საკითხის გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებს. გულწრფელად გეტყვით, ეროვნულ დღეებს იშვიათად ვესწრები. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე დავინიშნე, სულ 3-ჯერ დავესწარი მსგავს ღონისძიებას. ამრიგად, როდესაც ეროვნული დღის აღსანიშნ ღონისძიებას ვესწრები, ეს, ფაქტობრივად, უფრო სიმბოლური დასწრებაა და ეს სიმბოლურია ჩვენი სურვილის, დავათბოთ ურთიერთობები. ვაფასებ თქვენ გამოსვლებს, სიტყვებს, რომლითაც მეგობრობის ხელს გვიწვდით; მე კი აქ ვარ, რათა გამოგართვათ სალამი და ჩამოგართვათ ხელი. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. როგორც მინისტრის მოადგილემ კარგად აღნიშნა, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ს სურს ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ვფიქრობ, ბევრი საერთო ეროვნული ინტერესი გაგვაჩნია. საქართველოს კავკასიის რეგიონში წარმოუდგენლად სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია, განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფონზე. ვფიქრობ, რეგიონული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამან ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა. მე ასევე ცენტრალურ აზიაშიც ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, იქ ბევრი შესაძლებლობაა, ინდოეთიდან ცენტრალურ აზიამდე გადებული სავაჭრო მარშრუტის გათვალისწინებით, რომელიც კავკასიაზე გადის და შავი ზღვით ევროპას უკავშირდება.“- აღნიშნა ლანდაუმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.