პოლიტიკა

გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო “ლელო” რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული “ზომიერი” პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, – წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.

გვარამიას თქმით, გეგელია თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მასაც გადაუთარგმნონ.

“გრიგოლ გეგელიას დამიძახეთ და მასთან ერთად მსგავს პუბლიკას:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას.

ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები შეერთებულმა შტატებმა თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტისას მკაფიოდ დააფიქსირა ურთიერთობების „გადატვირთვის“ პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებად აფასებს, ვაშინგტონი ოფიციალური თბილისისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს.

ვიდეო კომენტარშია, პირველ რიგში, იმათთვის, ვინც ინგლისური იცის ჩემზე უკეთ. გრიგოლმა, როგორც მისი სტატუსიდან ჩანს, იცის და გაერკვევა, იმედია. თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო ლელო რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული “ზომიერი” პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია.” – წერს ნიკა გვარამია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.