პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი ? – არა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები.”

შარმანაშვილი თავის პოსტში იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც ვერასდროს ექნებათ წარმატება ბუკიას და სხვებს.

“რატომ ვერ ექნებათ წარმატება ვერასდროს ამათ. მოკლედ და უფასოდ: 1.ეკლესიას, რომელსაც დიდ პატივს სცემს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ებრძვიან. რწმენაზე რომ არაფერი ვთქვათ, პრაგმატულადაც უაზრობაა მათი მხრიდან ამის კეთება ; 2. კვარაზეა საუბარი, ფეხბურთელებს რომ ახსენებენ. პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ფოლკლორი იქმნება, სიმღერების სახით, ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, მიუხედავად მათთვის სირთულისა, კვარაცხელიას გვარს გაიძახის მთელი სტადიონი. აღნიშნული სიამაყეს განაცდევინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე (მაგათ არაფერს ვერჩი) ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი ? არა. სხვა თემებს აღარ შევეხები. მიხვდით ? მეტი არ არის ჩემი მტერი.”- წერს შარმანაშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.