პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშას უნდა დომინაცია და გზადაგზა სამარცხვინო სისულელებს იგონებს – ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც, ნანულა იქნება თუ სხვა

“ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ნაცმოძრაობას” დომინაცია უნდა და სამარცხვინო სისულელეებს იგონებს “მფრინავ მაიმუნებთან” ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ერთადერთი სწორი პასუხი, სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ჭორებზე არის მისთვის “კეფაში წათაქება”, ვინაიდან, მისი ამოცანა არა სიმართლის გარკვევა, არამედ, დაკარგული დომინაციის დაბრუნებაა ყველაფრის ფასად.

“საერთოდ არანაირი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მანიპულატორ ნარცისებთან და მათ მფრინავ მაიმუნებთან არგუმენტირებულ დებატებს – ა რ ა ნ ა ი რ ი! ამას გეტყვით ნებისმიერი საშუალო დონის ფსიქოლოგი/ფსიქიატრი. თქვენ მართლა ფიქრობთ რომ რომელიმეს სჯერა, ოთხიანი რომ ხუთიანი ეგონა ხალხს? არა, დაჩაგვრა, დომინაცია უნდათ და იგონებენ! მიშას უნდა დომინაცია, ამისთვის იგონებს ჭორებს, იწყებს მადისკრედიტირებელ კამპანიებს, მერე თავს იმსხვერპლებს, მერე გეჩხუბება რო უღალატე …. ანუ მას არ აინტერესებს არანაირი არგუმენტი, სიმართლე არაა მისთვის მნიშვნელოვანი. სამუდამოდ დაკარგულ დომინაციას ებღაუჭება სასოწარკვეთილად და გზადაგზა ამ სამარცხვინო სისულელებს იგონებს – ისიც და მისი მფრინავი მაიმუნებიც (ნანულა იქნება თუ სხვა…) ერთადერთი სწორი პასუხი არის რომ კეფაში წაუთაქო ყველა ხმის ამოღებაზე და თავისი ადგილი მიუჩინო იქამდე, ვიდრე შეეგუება. არანაირი, ვიმეორებ ა რ ა ნ ა ი რ ი მნიშვნელობა არგუმენტებს არ აქვს, რადგან მისი ამოცანა არა სიმართლის გარკვევა არამედ დაკარგული დომინაციის დაბრუნებაა ყველაფრის ფასად – ცხადია კომიკურია ეს ამოცანა და ვერაფრის ფასად ვერ მიაღწევს, მხოლოდ თავს გაინადგურებს ბოლომდე – პრობლემა ისაა, რომ ეს მაოხრებელი გზირი დროს გვაფლანგინებს და ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. P.S. მერწმუნეთ, არგუმენტები რომ ჭრიდეს 2008-2016 წლებში გაჭრიდა – არ დაგვიკლია ბოლო ვიყო, და ჩვენზე უკეთეს არგუმენტებს თქვენ ვერ მოიგონებთ, იმიტომ რომ არ არსებობს.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.