პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი საფრანგეთის მიერ დაზვერვის აგენტების საქართველოდან გაწვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: არ გამოვრიცხავ, რომ საქართველო კიდევ ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტი იყოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი.
ქართველიშვილის თქმით, დაზვერვის აგენტების გაწვევით, საფრანგეთმა დაადასტურა, რომ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა საქართველოში.

„მინდა მივულოცო ჩვენს სპეცსამსახურებს ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაცია. ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურისთვის ჯაშუშების, უცხო ქვეყნის აგენტების, მზვერავების გამოვლენა უმაღლესი კლასია, რაც კი შეიძლება სპეცსამსახურს ჰქონდეს თავის საქმიანობაში.
ის, რომ დაზვერვის აგენტების გაწვევა მოხდა საფრანგეთის მთავრობის მიერ ისე, რომ ჩვენს ხელისუფლებას არანაირი დიპლომატიური სკანდალის რანგში არ აუყვანია ეს ფაქტი, მეტყველებს ჩვენი მხრიდან კეთილი ნების ჟესტზე და განზრახვაზე, რომელსაც არ ჰქონდა მიზნად ორი ქვეყნის – საფრანგეთის და საქართველოს ურთიერთობების დაძაბვა.
მსგავსი სადაზვერვო მუშაობის მიზანი იყო დივერსიული ან პოლიტიკური ზრახვები, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში უფრო პოლიტიკურ ზრახვებს ვხედავ. ჩანს გარკვეულწილად უცხო ქვეყნის და დასავლელი ევროპელი მზვერავების ნადირობა იმ ადამიანებზე, რომლებსაც წარსულში ან აწმყოში ჰქონდა ან აქვს რაიმე ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ მათგან მოეპოვებინათ საჭირო ინფორმაცია ან გამოეყენებინათ ისინი კონკრეტული ზრახვებისთვის, რომელსაც ჩვენ უკანასკნელი წლებში ვხედავთ.
მათი გლობალური მიზანი, ჩვენი ხელისუფლების ჩანაცვლებაა იმ არაკანონიერი გზით, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება, ტექნიკური მთავრობების შექმნა, პარალელური პარლამენტის შექმნა და ა.შ. ამ პოლიტიკური მიზნებისთვის მზად უნდა ვიყოთ. არა მხოლოდ საფრანგეთის, შესაძლოა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში სიტუაციის არევით, იყენებენ ან შემდგომში გამოიყენებენ მსგავსი ტიპის კონტინგენტს.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი მოვლენები განვითარდა აზერბაიჯანშიც, მაშინ საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობა. აზერბაიჯანმა ჩვენგან განსხვავებით პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მზვერავები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში გააძევეს ქვეყნიდან. ყოველივეს მოყვა დიპლომატიური სკანდალი, ელჩის გამოწვევა ქვეყნიდან და ა.შ. საქართველო მსგავს სიტუაციაში არ მოიქცა ხისტად, არ დაძაბა ქვეყნებს შორის ურთიერთობები, თუმცა ამის მორალური უფლება ნამდვილად ჰქონდა.
ბოლოდროინდელ მოვლენებში, ქუჩის გაუთავებელ აქციებში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობაში დაინტერესებულია ძალიან ბევრი ძალები და რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტი იყოს საქართველო,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.