უცხოური მედია

ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება

ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას, – განაცხადაევროპარლამენტარმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით, ევროკავშირი ვერც ერთ საკითხს პასუხს ვერ სცემს და როდესაც კაია კალასს კითხვას უსვამენ, ის სხვა რამეს პასუხობს. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ უნდა იმოქმედო სიტუაციის შესაბამისად და არა იმის მიხედვით, “რა აზრები და ზღაპრები გაქვს თავში.”

„საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა არც ერთ ამ საკითხს პასუხი არ გასცა, ანუ, არც ერთ საკითხზე მას პასუხი არ აქვს. გერმანიას აქვს თავისი სამხედრო სტრატეგია – არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ, დიპლომატიის სტრატეგია არავის აქვს. ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას. ქალბატონი კალასი, როდესაც ეკითხებიან, სულ სხვა რაიმეს პასუხობს. თუ გინდა, რომ რაღაც გააკეთო, ჯერ უნდა დაინახო, რა სიტუაციაში ხარ და იმ სიტუაციის შესაბამისად იმოქმედო და არა რა აზრები და ზღაპრებიც გაქვს თავში – იმის მიხედვით. ამიტომ, მე ვფიქრობ, პირიქით, პატარა სახელმწიფოები ისე ძლიერი არიან და იმდენად მეტი არჩევანი აქვთ, როგორც არასდროს. მათ შეუძლიათ სწორედაც, რომ პირიქით – იქით ათამაშონ ეს დიდი სახელმწიფოები, იმიტომ, რომ ეს ორი პოლიცია, მსოფლიოში კარგავს ძალაუფლებას და სწორედ პატარა სახელმწიფოების დრო მოდის“, – აღნიშნა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.