პოლიტიკა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის და ევროპის საქმეთა გენერალურ დირექტორ გალიტ დობნერთან გამართულ შეხვედრაზე დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას, ყურადღება ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილეს.

საუბარი ასევე შეეხო კანადის მხარდაჭერას საქართველოს ინტერესების მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე.

​ყურადღება გამახვილდა გაეროს რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს შეეხება და რომლის ერთ-ერთი თანასპონსორი კანადა არის.

ამას გარდა, საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობასა და სამხედრო თანამშრომლობას, საერთაშორისო სწავლების MAPLE ARCH-ის მიმართულებით. კანადის MTCP პროგრამის ფარგლებში 836 ქართველი ოფიცერი გადამზადდა.

შეხვედრაზე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მარიამ ლაშხმა მასპინძელ მხარეს საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისეთებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფანი.

შეხვედრას კანადის მხრიდან – საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: გლენ მაკფერსონი და ჯულია კლუტიე დაესწრნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი სალომე ქურასბედიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.