პოლიტიკა

ლაშა ბუღაძე: სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა – ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად. ამდენი არაზრდასრული კაცი!

ლაშა ბუღაძე, “ოპოზიციის ალიანსში” არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და სააკაშვილ-მელიას კამათს “მამა-შვილურ-ფროიდისტულ კინკლაობას” უწოდებს, ხოლო, დაპირისპირებაში მონაწილეებს – “არაზრდასრულ კაცებს”.

ბუღაძე აზიარებს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, 11 ივნისს ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს. როგორც ბუღაძე აცხადებს, ოპოზიციამ ექს-ამომრჩევლებს, ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად, მაინც უნდა შეახსენოს, “ვინაა ქვეყნის მტერი.”

“ცხადია, სააკაშვილ-მელიას მამა-შვილურ-ფროიდისტული კინკლაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს… ნოდარ ნათაძემ რომ ბორჯომი შეასხა ვახტანგ რჩეულიშვილს და ორივეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეგონა ეს ფაქტი, ვიდრე საკუთარი უმნიშვნელობის აღქმა პრობლემებში ჩაძირული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისათვის… ალბათ არც პრესკონფერენციის გამართვა ღირს ამხელა საფრთხეზე ჩვენი მოქალაქეებისათვის და არც იმაზე რეაგირება, რა ხდება ოცნების თავს თუნდაც მარკო რუბიოს განცხადების მერე. ვინაა ქვეყნის მტერი, იქნებ მოვალეობის მოხდის მიზნით მაინც შეახსენოთ ხოლმე თქვენს ექს-ამომრჩევლებს… ერთმანეთის აუტანლობის მიუხედავად. ამდენი არაზრდასრული კაცი!” -წერს ბუღაძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.