პოლიტიკა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ოპოზიციური პარტიის ექვსი წევრის მიმართ დაკავების ორდერი გაიცა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი მიმართ დაკავების ორდერი გაიცა.

ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 7 ივნისს ჩატარდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა