პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას – რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ

პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი წესის შემოღების ინიციატივას მიესალმება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დეპუტატს პარლამენტში უნდა ჰქონდეს ნორმალური საქმიანობის საშუალება და ჟურნალისტების მხრიდან კითხვებზე პასუხის მისაღებად მათ წინააღმდეგ გამოყენებული დერეფნებში დევნის ფორმა, დაუშვებელი და მიუღებელია.

„ჩვენ ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ რიგებში ყოფნისას და მოგვიანებით „ხალხის ძალის“ შექმნის შემდეგ, ვითხოვდით ევროპაში არსებული რეგულაციების საქართველოს პარლამენტში შემოღებას. დამისახელეთ რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა, ან მაჩვენეთ შემთხვევა, როცა ჟურნალისტი ლიფტში ან კაბინეტში უვარდება დეპუტატს, ან დერეფანში მისდევს და სურს სულელურ შეკითხვაზე პასუხის ძალით მიღება. აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას – მათ აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ.

პარლამენტში მედიისთვის არის რამდენიმე ადგილი (არა ერთი, არამედ რამდენიმე), სადაც დეპუტატი მიდის და პასუხობს მედიის კითხვებს. მაგრამ, თუ დეპუტატი არ მიდის კითხვებზე საპასუხოდ, პროფესიონალი ჟურნალისტი თუ ხარ, შეგიძლია გააკრიტიკო ამის გამო და თქვა, რომ კითხვებს არ უპასუხა, მაგრამ ამ ტიპის ჟურნალისტებს სწორედ იმაზე აქვთ აწყობილი დღის წესრიგი, როგორმე გააბრაზონ დეპუტატი და წყობილებიდან გამოიყვანონ.

ასე რომ, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რადგან, დეპუტატს, როცა მიდის პარლამენტში, უნდა ჰქონდეს სამუშაო გარემო და არ უნდა დასდევდეს ჟურნალისტი – ლამისაა საპირფარეშოებში შეუვარდნენ დეპუტატებს. მითხარით, რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.