ევროკავშირის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციას ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების მიერ შექმნილ დოკუმენტად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დოკუმენტს ახმოვანებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური გამხმოვანებელია.
ეკა სეფაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ ევროპარლამენტარი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების სანაცვლოდ სარგებელსაც იღებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მომზადებული და ხელშეწყობილია იმ მტრული ძალების მიერ, რომელთა გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ რასა იუკნევიჩიენე ახმოვანებს. მე არ გამიკვირდება, თუ ის ამაში ფინანსურ სარგებელსაც იღებს. ეს უბრალოდ ემსახურება ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალებისათვის გარკვეული საბაბის მიცემას იმისთვის, რომ მათ რაიმე სახით დღის წესრიგი შექმნან,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის რეზოლუცია ემსახურება ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალებისათვის გარკვეული საბაბის მიცემას იმისთვის, რომ მათ რაიმე სახით დღის წესრიგი შექმნან საქართველოს წინააღმდეგ
Facebook Comments Box










