პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი – კონკრეტული ადამიანის უკულტურო გამონათქვამებზე პასუხისმგებელი მე ვერ ვიქნები

სახეზე გვაქვს ფაქტი, როდესაც ადამიანები ვერ ეშვებიან „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ძაგებას. ვერ ისწავლეს ჭკუა და ვერ მიხვდნენ, რომ ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ვერ გახდები მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის მუდმივი ლანძღვით, საქმით უნდა გახდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, იმედი აქვს, ეს სამწუხარო ვითარება გამოსწორდება. ამასთან, ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსში“ რჩება.

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ფავლენიშვილი ამბობს, რომ „კონკრეტული ადამიანის უკულტურო, არაეთიკურ გამონათქვამებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება“.

„თამარ ჩერგოლეიშვილი ბევრ რამეს ამბობს ხოლმე. მისი პრობლემაა, რომ ასეთი ლექსიკა აქვს, ჩემი პრობლემა ხომ არაა? შეიძლება, ძალიან ბევრი არაეთიკური განცხადება ვიხილოთ პოლიტიკური პერსონების მხრიდან. მათგან განსხვავებით, მე ასეთი ლექსიკით არ ვაწუხებ ხოლმე საზოგადოებას. კონკრეტული ადამიანის უკულტურო, არაეთიკურ გამონათქვამებზე პასუხისმგებელი მე ვერ ვიქნები. ის ადამიანი უნდა იყოს და, მაქსიმუმ, მისი პოლიტიკური გუნდი. რაც შეეხება ზოგადად ალიანსში ყოფნას, ტაქტიკური, ძალიან მარტივი მიზეზი არსებობდა, წინააღმდეგობაში, პროტესტში მყოფი ძალების თანამშრომლობის სივრცე არის ეს და ამიტომაც ამ ეტაპზე ვრჩებით ალიანსში“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა: გვარამიამ საკუთარი თავის შესაქმნელად სააკაშვილის რესურსი გამოიყენა, მისგან თითის ქნევას ვერ მივიღებთ, ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“, თავად არის“.

სოციალურ ქსელში ანა წითლიძის საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელმაც დაწერა: „ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.