პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმზე: შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელიც ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია

კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.

ოდიშარიას თქმით, ფილმის შექმნის შთაგონებად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები იქცა.
მან ასევე ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ფილმის გადაღება.

„ფილმის შთაგონების წყარო იყვნენ თავად პარალიმპიელები და ზოგადად პარალიმპიური მოძრაობა საქართველოში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევიტყვეთ და დავინახეთ მათ შესახებ ფილმის უშუალოდ შექმნის პროცესში. ისინი რეალურად არიან ჩვენი ქვეყნის ანარეკლი და სახე და სწორედ ამაზეა ფილმი, ამ ადამიანების ისტორიებზე, მათ პირად განცდებზე, რა როლი აქვთ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში იმიტომ, რომ ეს მოძრაობა სპორტის მიმართულებით არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის საერთაშორისო თუ გლობალურ წარმატებას, რაც რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის. ეს ფილმი შეუძლებელი იქნებოდა, გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ იმიტომ, რომ როდესაც ამ ფილმის შესახებ მოისმინეს, ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს ამ ფილმის ბოლომდე მისაყვანად და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილი არის, რომელიც პარალიმპიური მოძრაობისთვის, ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია“-აცხადებს ოდიშარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა