პოლიტიკა

„ევროპის ტრამპიზაცია“: ევროკავშირი აფრიკაში მიგრანტთა ბანაკების მშენებლობას და დეპორტირებულთა იქ გადაყვანას გეგმავს

ევროკავშირი, რომელიც ვაშინგტონის მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი სუსტი მიგრაციული პოლიტიკის გამო, თავად გადავიდა მისი გამკაცრების ფაზაზე, წერს გამოცემა El País, ხოლო კრიტიკოსები ამ ახალ კურსს უკვე „ტრამპიზაციას“ უწოდებენ.

ახალი რეგლამენტი, რომელზეც ბრიუსელი მუშაობს, შესაძლებელს გახდის შეთანხმებების გაფორმებას მესამე ქვეყნებთან, რომლებიც მზად იქნებიან მიიღონ ის პირები, ვისაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ ან გაძევების გადაწყვეტილება გამოეცადათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იგეგმება ევროპის საზღვრებს გარეთ დეპორტირებულთათვის სპეციალური ბანაკების, ე.წ. „დაბრუნების ცენტრების“ აშენება.

გავრცელებული ინფორმაციით, კულუარულად უკვე მიმდინარეობს დეპორტაციისთვის შესაფერისი ადგილების ძიება ევროპიდან რაც შეიძლება შორს, და El País-ის წყაროების თანახმად, ევროკავშირი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აფრიკულ და სხვა სახელმწიფოებთან; დეპორტირებულთა მიღების სანაცვლოდ კი ეს ქვეყნები ფინანსურ დახმარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას ან სავიზო პრეფერენციებს მიიღებენ.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ სულ რაღაც 10 წლის წინ მსგავსი იდეები ევროკავშირში წარმოუდგენლად ითვლებოდა, ხოლო ახალი მიდგომა, ამასთანავე, მოიცავს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებასა და გაძევების პროცედურების დაჩქარებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა