პოლიტიკა

გრეტა წიწავა: საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი გაჯერებულია ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით – საზოგადოება ხედავს, ვის ეფიქრება ქვეყანაში  მშვიდობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე

 გეოპოლიტიკიდან გამომდინარე ყველა კარგად ხედავს,  განსაკუთრებით, ბოლო წლები,   თუ რაოდენ  დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი რეგიონი.  საქართველოს  ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო  და არის  გაჯერებული  ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით,  –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გრეტა წიწავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წიწავამ აღნიშნა,  „ურმის გადაბრუნების გარეშე, ჩვენი ქვეყნის  უახლესი ისტორიის გაანალიზებით, ვხედავთ სწორ  გზას და ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ.“ ამასთან, მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, თუ ვის ეფიქრება ქვეყანაში მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება, ხალხი ხედავს  პოლიტიკურად თანმიმდევრული ვინ არის. ვის ეფიქრება ქვეყანაში  მშვიდობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოფლებში და ქალაქებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რა თქმა უნდა არის გამოწვევები,   მაგრამ არის მასზეც ადეკვატური  პასუხი და  სათანადოდ რეაგირება. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა , რომელსაც არ აქვს გამოწვევა და ჩვენც ამ მსოფლიოს  ნაწილი ვართ.

დიახ, ხალხი ხედავს ვინ როგორ იცავს საქართველოს ინტერესებს სხვადასხვა პლატფორმაზე. რადიკალური ოპოზიცია,  რომელიც ყველგან  ცდილობს ჩვენი ქვეყნის  და ინსტიტუციების იმიჯი შელახოს   და „ქართული ოცნება“ – რომლისთვისაც საქართველოს ინტერესი და მისი სუვერენიტეტის დაცვა არის უმთავრესი  და უპირველესი.

დასასრულს, საქართველო კი იმსახურებს ნამდვილად უკეთეს ქუჩის  ოპოზიციას, მაგრამ გვაქვს ასეთი  მოცემულობა – რაცაა ესაა, რომელიც   ერთმანეთს  უმტკიცებს,  ვისი „ბაბლი“ უფრო ნაყოფიერია  კლავიატურის კაკუნში.  „ქართული ოცნების“ გუნდი კი, ტრადიციულად, ხალხს ხვდება, სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ, ისმენს მადლიერებას, გამოწვევასაც და ახალ სურვილებს, საჭიროებისამებრ, ხალხთან ერთად განიხილავს. ამიტომაც არის არჩევნებზე არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი – ვინ როგორია, ყველაფერი დღესავით ნათელია,“ – განაცხადა გრეტა წიწავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.