პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობის შემცირების ინიციატივაზე: ჯარიმის დაკისრებისას გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნება და არა მათი ხისტად დაწესება

„ჯარიმები და დარღვევებზე რეაგირება, უნდა იყოს ადეკვატური,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას ჯარიმების შემცირებას ეხება და რომლის საკანონმდებლო დონეზე ასახვის მზადყოფნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა გამოთქვა. როგორც სეფაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმები მაღალია და უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების შემოსავლები.

ეკა სეფაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯარიმები არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანს უნებურად უწევს დარღვევა და „ხალხის ძალის“ ინიციატივაც სწორედ ასეთი გამონაკლისების დროს ადეკვატური ჯარიმის დაწესებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯარიმები და შესაბამისად დარღვევებზე რეაგირება, უნდა იყოს ადეკვატური. ჯარიმების გაუქმების მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ, ისინი უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი ვითარება, როდესაც ნებით, თუ უნებლიედ, ადამიანს უხდება გარკვეული წესების დარღვევა და ეს არ უნდა უყოს რაღაც გაუგონარი და დიდი ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

მაგრამ თუ დარღვევა მოცულობითია და დიდ რისკებს შეიცავს, რა თქმა უნდა, ჯარიმის განაკვეთი უნდა იყოს დიდი, რათა ადამიანი მეტად გაფრთხილდეს. თუმცა, ამ ჯარიმების დაკისრებისას უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისობის დონე. გარკვეულ შემთხვევებში ჯარიმები მაღალია და უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების შემოსავლები დარღვევების ხარისხი და მათი განმეორებადობა. გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნებოდა და არა მათი ხისტად დაწესება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.