პოლიტიკა

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, რისი მიზეზიც იყო გამჭვირვალობის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც აღარავინ საუბრობს, აჟიოტაჟი იყო თითიდან გამოწოვილი – ნიკოლოზ სამხარაძე

x

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “რუსთავი 2” -ის გადაცემა “დებატებში” ევროკავშირთან დიალოგის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის ივნისში საქართველოსთან მოლაპარაკებების შეწყვეტა უსაფუძვლო იყო და “გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გარშემო ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირდებოდა.

“მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, მათ შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. ეს მოხდა 2024 წლის ივნისში. ამის მიზეზი იყო გამჭვირვალობის ის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც დღეს აღარავინ საუბრობს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოინათლა ის “რუსულ კანონად”, როგორ დაიგეგმა ძალადობრივი აქციები და როგორი ზეწოლა იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს მხარს უჭერდა.

როგორც გუშინწინ ჩვენმა იუსტიციის საბჭოს მოადგილემ თქვა საკომიტეტო მოსმენაზე, სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავს და არ შეუჩერებია მისი მოქმედება; განაცხადა, რომ განიხილავს მას დადგენილ ვადებში. გასაგებია, რომ ეს აჟიოტაჟი იყო სწორედ თითიდან გამოწოვილი და ეს იყო მიზეზი შეჩერების, თუმცა რეალურად არაფერი ხდება,” – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.