ბათუმის ხელოვნების სივრცეში რეჟისორმა და ტელეწამყვანმა გოდერძი შარაშიამ თავისი საავტორო დოკუმენტური ფილმის – „ნაზარის წერილების“ ჩვენება გამართა.
ფილმი მოგვითხრობს 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის, მათ შორის ქუთათელი მიტროპოლიტის, ნაზარის (ლეჟავა) შესახებ.
შარაშიას საავტორო ფილმმა ნიუ-იორკის „ONIROS FILM AWARDS 2025-ის“ კინოფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა.
პროექტი, რომლის იდეა წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, ტელეკომპანია "იმედმა" განახორციელა.




ჟურნალიტი: თინა ფუტკარაძე
Facebook Comments Box











