განცხადება · 177 ნახვა
„„ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია“
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ოპოზიციის ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფაქტობრივად ისინი „ალიანსში“ არც არიან და უკვე ორი თვეა, არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაფინანსებაშიც კი არ იღებს მონაწილეობას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
[„ნაციონალური მოძრაობა“ „ალიანსში“] არც არის ახლა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არანაირი მონაწილეობა არაფერში არ მიუღია. ერთადერთი რასაც ითხოვდნენ, 26 მაისის აქციას რომ ვატარებდით, იქ სიტყვით გამოსვლა უნდოდათ და ფავლენიშვილმა ერთი დღე რიფლეტები არიგა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება მოეპოვებინა. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა, წიხლების რტყმას ხომ ვერ დავუწყებდით ფავლენას, სიტყვით არ გამოხვიდეო, ხომ? მაგას ხომ არ ვიტყოდით. არ არსებობენ საერთოდ, არანაირი კონტრიბუცია, არც ფინანსური… გერმანული ანგარიშით ვიყოფთ იქ ყველაფერს. ვიღაც ერთი კაცი არ გვაფინანსებს. ყველა პარტია შევდივართ ჩვენს წილს. მაგაშიც არ შემოსულან. ჩათვალე არ არსებობენ“- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.
თამარ ჩერგოლეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამარ ჩერგოლეიშვილი„გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა“
- თამარ ჩერგოლეიშვილი„ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა“
- თამარ ჩერგოლეიშვილი„მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია“
- თამარ ჩერგოლეიშვილი„ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა – ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება – მაშინ შევდექი“
