ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ12:02
ეკა სეფაშვილი

განცხადება · 109 ნახვა

„რუმინეთიც და სხვა ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ რუმინეთის მიერ შემუშავებული გამჭვირვალობის კანონი საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობის ანალოგიურია, თუმცა უფრო მკაცრი რეგულაციებით გამოირჩევა.

დეპუტატის შეფასებით, სხვადასხვა ქვეყნები თანდათან რწმუნდებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი სტრუქტურების ფინანსური გამჭვირვალობა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„რუმინეთის მიერ შემუშავებული გამჭვირვალობის კანონი ფაქტობრივად იმის ანალოგიურია, რაც საქართველომ რამდენიმე წლის წინ მიიღო, თუმცა გაცილებით მკაცრია. ეს ქვეყანა და სხვა ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
  2. ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
  3. ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
  4. ეკა სეფაშვილი„მიზეზები, რომლებიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია მოყვანილი, მხოლოდ მოგონილი საბაბია, რათა თითის დასაქნევი მიზეზი არსებობდეს - აბა, ტყუილუბრალოდ, არგუმენტების გარეშე ვერ იტყვიან, რას ერჩიან საქართველოს და ქართულ ხელისუფლებას“