პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი

აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა. – წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
მისი თქმით, საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი. ირანი არის არ-აღიარების პოლიტიკის ნაწილი.

„აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა. სანქციებს მოუხსნიან, გაყინულ აქტივებს აბრუნებენ და გამდიდრებული ურანის მარაგებსაც ვერ იღებს აშშ.
ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია და ჰორმუზის სრუტეზე უფრო დიდი კონტროლი აქვს.
დამარცხებული ამერიკის საქმე არაა საქართველოს ურთიერთობა ირანთან.
პანაშვიდზე წავა პრემიერი თუ ანძას გავანათებთ. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი. ირანი არის არ-აღიარების პოლიტიკის ნაწილი.“- წერს დობორჯგინიძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა