ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს დღეს 1 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი10°C
  • გორი10°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია2°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ19 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ13:08
მიხეილ სააკაშვილი

განცხადება · 85 ნახვა

„ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ – ამერიკელები ამას არ გაპატიებენ“

პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი “ძალიან ცუდად დაამთავრებს ამერიკელებთან” და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დასავლეთი ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ოპოზიციასთან ერთად, ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტებიც “მობილიზებულები და მიმწოლები” უნდა იყვნენ.

”ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენთან ასეთი თამაშები და ტრიუკები, დიდი ხანია აღარ გადის, არც უცხოეთი ჭამს ამას. ეს ორ სკამზე ჯდომა ივანიშვილის და ქიციც ვიცი და ქიცმაცურიც, ამერიკელებთან ეს თამაში აღარ გავა, როგორც კი ამერიკელები გრძობენ, რომ მათ ეთამაშებიან, ისინი ძალიან ცუდად პასუხობენ და ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამერიკელების თვალში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამერიკა აქ არის იმისთვის, რომ რუსეთი აქ არ იყოს. არავინ აპირებს ამათთვის ენის მოჩლექას უკვე, არავინ აპირებს ცხვირზე ხელის მოჭერას და იმ სიმყრალის სუნის მოთმენას, რომელიც ამ ქართულ დიქტატორულ რეჟიმს ასდის. დასავლეთი აუცილებლად ბოლომდე გადაწყვეტს ამ პრობლემას ჩვენთან ერთად, იმიტომ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მობილიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქენით ორგანიზებულები, თუ ჩვენ არ ვიქნებით მიმწოლები, მარტო დასავლეთი, რა თქმა უნდა, ვერაფერს გადაწყვეტს. ამიტომ, 20-ში არის წლისთავი გავრილოვის ღამის, იმედია, ხალხი ამას აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ, ჩვენ არასდროს მოვხრით თავს რუსეთის წინაშე,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. მიხეილ სააკაშვილი„ევა გოცირიძე შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა“
  2. მიხეილ სააკაშვილი„ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება, ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა“
  3. მიხეილ სააკაშვილი„როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად“
  4. მიხეილ სააკაშვილი„უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, კუტოკებია“