პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებაზე: „არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ – გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა

„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ – გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას, რომ ის უდანაშაულოა.

მისი თქმით, ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ ამავე საქმეში ბრალდებული სხვა პირების მხრიდან აღიარებით ჩვენებს.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, შესაძლოა, ბევრი ადამიანი შეცდომაში იყო შეყვანილი და ვინც ამას გააცნობიერებს მიხვდება, რომ სირცხვილი არ არის აღიარო, რომ შენ სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინე დანაშაული.

„პროცესებზე დარწმუნებული ვარ ჩვენებებთან ერთად იქნება ის ვიდეო – მასალაც წარმოდგენილი, რომელსაც უყურებდა საზოგადოება იმ დღეს. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის თუ რა დგას ამ განცხადებებს უკან. დგას ისევ ის დირექტივა პიარის, რომელსაც ჰქვია „პიჯაკების საქმე“ ათი მილიონის გაფლანგვაზე. რომელსაც ჰქვია „ღობის საქმე“ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას. აი, ეს ნარატივია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ია დარახველიძეს – 3 წელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა