ხელოვნება და კულტურა

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს კვლავ იუნესკოს პატრონაჟი მიენიჭა

ქართული კულტურული სივრცისთვის მნიშვნელოვანი აღიარება გრძელდება: იუნესკოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, „ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ ორგანიზაციის უმაღლესი პატრონაჟი მიენიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა – ფესტივალის გენერალურმა მდივანმა ელისო ბოლქვაძემ და ორგანიზატორებმა, ოფიციალური წერილი მიიღო იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწისგან საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ლიდია არტურ ბრიტოსგან.

წლის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა ბათუმში 2026 წლის 21-დან 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

იუნესკოს ოფიციალურ წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბათუმის ფესტივალის მიზნები სრულად ემთხვევა ორგანიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, კულტურულ მრავალფეროვნებასა და მუსიკის საშუალებით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ნიჭის მხარდაჭერასა და მუსიკალური განათლების ხელშეწყობას, კულტურის ხელმისაწვდომობას, მათ შორის, თანამედროვე ციფრულ გარემოში.

„იუნესკო უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვნების ინტეგრაციას განათლებაში და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მუსიკის სფეროში თაობების განვითარებაში შეტანილი ამ წვლილისთვის, გულწრფელად გილოცავთ ამ წარმატებას“, – აღნიშნულია ლიდია არტურ ბრიტოს წერილში.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალისთვის იუნესკოს პატრონაჟის ხელახლა მოპოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მაღალ საერთაშორისო სტატუსს და მიმდინარე წლის ნოემბერში დაუვიწყარ მუსიკალურ დღესასწაულს გვპირდება.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა