ამბავიეკონომიკა124 ნახვა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.
ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
რეკლამა
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება, თემურ უგულავას მფლობელობაში იყო „აჭარა ჯგუფი“, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. ჯგუფის შემადგენლობაშია: „სტამბა“, „რუმსის“ ქსელი, „ჰოლიდეი ინნ“, „ფაბრიკა“.