ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გიორგი კახიანი„რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ ალბათ დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ საქმისთვის კონკრეტული შედეგი დამდგარიყო“ დღეს 17 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი7°C
  • გორი9°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ11 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:17
გიორგი ბუტიკაშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი

განცხადება · 100 ნახვა

„„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს“

ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, უბრალოდ არ უნდა მივიდეს ხალხი არჩევნებზე - ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან ქუჩის გარდა და წინააღმდეგობის გარდა [გზა] არ არსებობს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარტიებს აკრძალავს, მათი რეალური სახე გამოჩნდება - რაზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„თუ აკრძალეს პარტიები, უფრო მეტი ძალისხმევა მოუწევთ ინდივიდუალურად ლიდერებსაც, არალიდერებსაც, ნებისმიერ წარმომადგენელსაც. ცხადია, ეს[პარტიების აკრძალვა] ეთერებში საზოგადოებასთან კომუნიკაციას შეაჩერებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარტია და პარტიის წევრები დაუბრუნდებიან იმ პოლიტიკურ ანბანს, რაც არის ადამიანებთან, ხალხთან საუბარი. რაღაც აკრძალვები, ხშირად უფრო კარგად აჩენს იმ სიმართლეს და რა ტყუილშიც გვაცხოვრებს „ქართული ოცნება“. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაბიჯებით გამოაჩინა მათი რეალური სახე, რაზე არიან წამსვლელები, მათ შორის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რაზე არიან წამსვლელები ადამიანის უფლებების ხელყოფისთვის. ეს სიმართლე საზოგადოებას ბევრად უფრო მეტად ფხიზელს აჩენს. ასე მოვიდა „ქართული ოცნება“ დღემდე, რომ თურმე ის პრაგმატულ პოლიტიკას ეწეოდა და ეს არგუმენტაცია ეცლება. მე უფრო მართალი ვიქნები იმ ადამიანებთან, ვისთანაც ინტერაქციაში შევდივარ.

„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მოასუფთაოს ველი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისე დაარეგულიროს, რომ მხოლოდ პუტინსა და პუტინს შორის იყოს არჩევნები, ამას აკეთებს. პროდასავლურ პარტიებს კრძალავს და ტოვებს ერთადერთ შესაძლებლობას, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ისეთმა პარტიებმა, რომლებიც ან პრორუსულები არიან ან თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ან შეფარული კონსერვატორები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ველის მარიონეტები არიან. შესაბამისად, ამას როცა გისპობს, ის არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ამის ახსნა სჭირდება საზოგადოებას, რომ იმ არჩევნებს, რასაც „ქართული ოცნება“ ჩაატარებს, არჩევნები არ შეიძლება ეწოდოს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.