განცხადება · 107 ნახვა
„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
“დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ხელისუფლების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მათ შორის სასულიერო პირებსაც. თუმცა ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება, პოლიტიკური შეფასებების ქადაგებაში გადატანა და სხვა იერარქების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირება სულიერი მსახურების ფარგლების აშკარა დარღვევაა”,- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, ამბიონი პოლიტიკური ტრიბუნა არ არის და ის არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“განსაკუთრებით წინააღმდეგობრივია ის, რომ მეუფე იობი, ერთი მხრივ, ეკლესიის პოლიტიზებას აკრიტიკებს, მეორე მხრივ კი თავად იყენებს ამბიონს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და მღვდელმთავრის მაღალი სტატუსის გამოყენებით პოლიტიკურ დაპირისპირებასა და საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღვივებს.
ეკლესიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მის პოლიტიკურ ბანაკად ქცევას. მღვდელმთავრის მოვალეობა არც ხელისუფლების ოპონენტის როლის მორგებაა და არც პოლიტიკური დღის წესრიგის კარნახი. მისი უპირველესი პასუხისმგებლობაა სიმართლის მსახურება, სულიერი ერთიანობის დაცვა, მრევლის გაერთიანება და ზნეობრივი საზღვრების განმტკიცება.
ამბიონი პოლიტიკური ტრიბუნა არ არის. ის არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად. როდესაც მორწმუნე ტაძარში სულიერი სიტყვის მოსასმენად მიდის და სანაცვლოდ პოლიტიკური გზავნილებითა და ურთიერთბრალდებებით დახუნძლულ ქადაგებას ისმენს, პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების შინაარსში კი არა, თავად ამბიონის დანიშნულების უგულებელყოფაშია.
ეკლესიას დღეს პოლიტიკური ამბიციების მქონე მქადაგებლები კი არა, სულიერი პასუხისმგებლობის მქონე მღვდელმთავრები სჭირდება. ამბიონიდან ნათქვამ სიტყვას განსაკუთრებული წონა აქვს და სწორედ ამიტომ მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც უნდა ახლდეს. სასულიერო ავტორიტეტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ უნდა იქცეს.”- წერს გია აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
- გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
- გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
- გია აბაშიძე„მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას“
