ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი7°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ21:23
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 148 ნახვა

„როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის“

პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ლევან იოსელიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა.
დეპუტატის კითხვები შეეხებოდა ლევან იოსელიანის ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს ეხებოდა.
ზურაბ ქადაგიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკის შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინიციატივების მოსმენა ამ საკითხზე.

„ორი კონკრეტული კითხვა მექნება. საინტერესოა, როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა – შეუძლია თუ არა ნებისმიერ ჟურნალისტს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს შენობაში, გადაადგილდეს ნებისმიერ ოთახში, ნებისმიერ დროს ჩართოს კამერა და ა.შ.

თუ ზოგადად ევროპულ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ალბათ ჩემზე უკეთ იცით, რომ ევროპარლამენტში ჟურნალისტის ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე, კონკრეტულად დერეფანში შესვლაზეც კი, წინასწარი წერილობითი ნებართვა სჭირდება.

ამავდროულად, თუკი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული წესი დასახვეწია, რატომ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა ან რეკომენდაცია? ეს კრიტიკა კრიტიკისთვის მგონია.

მეორე კითხვა – ზოგადად სახალხო დამცველი ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ანგარიშვალდებულმა ორგანომ პატივი სცეს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის წინაშეც ის წარადგენს ამ დოკუმენტს. არგუმენტად ნამდვილად ვერ გამოდგება, რომ სახალხო დამცველი საერთაშორისო კონვენციებს ეყრდნობა, რადგან ის, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოა და აპარატმა უნდა ეცადოს, გამონახოს ოქროს შუალედი და, მინიმუმ, ინსტიტუციური აცდენა არ იყოს.

მაგალითად, მომყავს ე.წ. მე-15 თავის გენდერული თანასწორობის ცნება. გეცოდინებათ, რომ გენდერული საკითხი ქალისა და მამაკაცის თემას ეხებოდა. და გენდერში რას გულისხმობთ, ეს რიტორიკულად და ზოგადად – ტერმინი, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ამოიღო ხმარებიდან – ხომ არ აჯობებს რაღაცნაირად შევცვალოთ, რათა ინსტიტუტებს შორის აცდენა არ იყოს,-“- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

დეპუტატის კითხვებზე საპასუხოდ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში დადგენილი რეგულაციებიდან, რომელიც მედიის აკრედიტაციის წესს ეხება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხედავს პრობლემას – კერძოდ, როდესაც კომენტარის დროს მედიას არ ეძლევა შესაძლებლობა დასვას დამატებითი კითხვები.

მისი განმარტებით, ის იზიარებს მიდგომას, რომ არ შეიძლება სხვისი ტელეფონის ეკრანის გადაღება და შემდეგ ამის გავრცელება, ან უკითხავად მისვლა ადამიანთან და ამ დროს გადაღება.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგში თუ ევროკავშირში არსებული წესები მისთვის მისაბაძი არ არის. მისი შეფასებით, ყველაფერი ავტომატურად არ უნდა გადმოვიღოთ და უნდა გადმოვიღოთ მხოლოდ ის რეგულაციები, რაც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  4. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“