პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აირჩია. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული.

დავით ქართველიშვილის კანდიდატურა პარლამენტში საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ წარადგინა. პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ის ოფიციალურად გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველობითი ორგანოს წევრი.

ცნობისთვის, სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ზედამხედველობასა და მისი სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაზეა პასუხისმგებელი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა