ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა | IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.

ნაშრომი აფასებს საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ოპტიმალურ დონეს, გაზრდილი საგარეო გაურკვევლობის პირობებში.

რეზერვების შეფასების სტანდარტულ დანახარჯ-სარგებლიანობის ჩარჩოზე დაყრდნობით, ანალიზი დამატებით ითვალისწინებს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს: სახელმწიფოს საგარეო სესხების ღირებულებას, კერძო სექტორის დოლარიზაციას და სავალუტო ინტერვენციების (FXI) საჭიროებას, რათა შემცირდეს გაცვლითი კურსის მერყეობა.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რეზერვები უზრუნველყოფს დაზღვევისა და სანდოობის უფრო ფართო სარგებელს, ვიდრე ეს სტანდარტული მაჩვენებლებით ჩანს. შესაბამისად, რეზერვების ოპტიმალური დონე შეფასებულია ARA-ის (IMF-ის რეზერვების ადეკვატურობის მეტრიკის) დაახლოებით 145–150 პროცენტის ფარგლებში, რაც აღემატება ტრადიციულ ადეკვატურობის ნიშნულებს.

,,2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა. საქართველოს საერთაშორისო რეზერვები აღდგა და 2025 წლის ბოლოსთვის ARA-ს 100%-იან დონეს მიაღწია. ამას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა“, – წერს IMF-ი.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი.

,,მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ენერგორესურსების ფასების ზრდა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლა კვლავ გამოწვევად რჩება, ლარის გაცვლითი კურსი ძირითადად სტაბილურია. ეს მიუთითებს ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებაზე, რაც ნაწილობრივ უფრო ძლიერი სავალუტო რეზერვების არსებობით არის განპირობებული”, – აღნიშნულია IMF-ის ანგარიშში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.