განცხადება · 88 ნახვა
„გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება“
„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ ე.წ. „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს“, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოდკასტერ გიორგი კალატოზის ე.წ. „სკეჩს“, რომელშიც, კალატოზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მდგომარეობას საზოგადოების გასართობად და სიცილის გამოსაწვევად იყენებს.
ჩიხელიძის თქმით, გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე გაკეთებული ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა იუმორი არ არის და ამას ვერანაირი ახსნა, კონტექსტი თუ „შავი იუმორის“ არგუმენტი ვერ გაამართლებს. არსებობს თემები, რომლებზეც ხუმრობა უბრალოდ დაუშვებელია, რადგან საუბარია სიცოცხლისთვის ყოველდღიურ ბრძოლაზე. როდესაც ამ ბრძოლას ბავშვები გადიან, საკითხი კიდევ უფრო მძიმე და მგრძნობიარე ხდება. გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება. შეიძლება ადამიანს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს, შეიძლება ბევრ საკითხზე ვიკამათოთ, მაგრამ ავადმყოფი ბავშვების ტკივილი არ უნდა გახდეს არც დაცინვის, არც თვითდამკვიდრების და არც პოპულარობის მოპოვების საშუალება. როდესაც ადამიანი ამ ზღვარს კვეთს, ის საკუთარ თავზე ბევრად მეტს ამბობს, ვიდრე იმ ადამიანებზე, ვისზეც ხუმრობას ცდილობს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს ზოგიერთი ადამიანი მზად არის ყურადღების მისაქცევად ყველაფერზე წავიდეს. აღარ არსებობს წითელი ხაზები, აღარ არსებობს ზღვარი, რომლის იქით გაჩერება აუცილებელია. თუმცა საზოგადოებისთვის უნდა არსებობდეს ღირებულებები, რომლებიც ხელშეუხებელია. კალატოზს მორალი არ აქვს და ადამიანობა როგორ ექნება? ზოგი ადამიანი პოპულარობას კარგავს, ზოგი კი ადამიანობას, კალატოზმა დიდი ხანია არჩევანი გააკეთა, მან ადამიანობა დაკარგა.“ – წერს ჩიხელიძე.
დავით ჩიხელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
- დავით ჩიხელიძე„ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს“
- დავით ჩიხელიძე„ეკონომიკაზე მსჯელობა, მხოლოდ ტერმინების დაზეპირება არ არის, აუცილებელია შინაარსის ცოდნა, თუ რა ფუნქციები აქვს ქვეყნის მთავარ მონეტარულ ინსტიტუტს, მაგრამ ზურა გირჩი ჯაფარიძე აკაცუკების იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომლისთვის შინაარსში შესვლა აკრძალულია“
- დავით ჩიხელიძე„არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“
