დღეს ჩემი მეგობარი, თენგიზ შარმანაშვილი, აიყვანეს სამიზნედ, ადამიანი – რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის მარშრუტით “სახლი-კლინიკა-სახლი” და მისი გარეგნული ნიშათვისებების გამო დასცინიან, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას, სტატუსზე, რომლითაც ის თენგიზ შარმანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიით საუბრობს.
ქართველიშვილის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა და ირონია ტენდენციაა – „იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე.“
„როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია – საკუთარი უსახური პოლიტიკური, თუ პირადი ცხოვრება გადააქციო სახალისო “სტენდ-აპში”: იღლიცინო მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, დასნეულებულ ოპონენტებზე და მერე შემოვარდე საზმაუს საბჭოს სხდომაზე ფსევდო-ჰუმანური მისიით და შეკითხვით “კულეგების” მიმართ – “თქვენ ბავშვები გიყვართ?”. მერე 5 წუთში “პროტესტის” ნიშნად დატოვო იქაურობა, ვინაიდან ეს მომენტი “ტიკ-ტოკ”-ზე დასადებად უკვე მოიჭრა შესაბამისი გულამაჩუყებელი მინაწერით – “აბა ეხლა მათ ბავშვები უყვართ?”. თავის დროზე 36 წლის აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი – მანამდე, სანამ მოკლავდნენ – თავისი ოპონენტების მუდმივი დაცინვის ობიექტი იყო: უწუნებდნენ ასაკისთვის შეუფერებელ დაღლილობას, სიარულის “სასაცილო” მანერას და ა.შ. ფაქტიურად, დასცინოდნენ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ადისონის ავადმყოფობას, ხერხემლის არეში აუტანელ ტკივილებს ებრძოდა და ღებულობდა ძლიერ მოქმედების სპექტრის მედიკამენტებს. მერე ღლიცინით გადაიღალნენ – და მოკლეს. დღეს ჩემი მეგობარი Tengiz Sharmanashvili აიყვანეს სამიზნედ, ადანიანი – რომელიც ფილტვების ძლიერ დაავადებას ებრძვის მარშრუტით “სახლი-კლინიკა-სახლი” და მისი გარეგნული ნიშათვისებების გამო დასცინიან. ეს არის მათი “შიტევროპული” ფასეულობები და აგრესიული ანტიქართველობაწ, განსულიერებული გენმოდიფიცირებით გამოწვეული. ვერც ბუმერანგის პრინციპი აშინებთ, არც უფალი და არც კარმა.“- წერს ქართველიშვილი.











