ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი7°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია0°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ18:47
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 101 ნახვა

„ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბუდაპეშტში ლგბტ „პრაიდის“ ჩატარებასა და პრაიდთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიტიურ შეფასებას მედიასთან გამოეხმაურა.

ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები უკვე დაუფარავად ავრცელებენ ფსევდო ლიბერალურ ნარატივს და მნიშვნელოვანია ევროპის გამიჯვნა ევრობიუროკრატიისგან.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იზიარებს იმ ღირებულებებს, რასაც ევროპა ეფუძნება, ხოლო ბრიუსელის ღირებულებები დაფუძნებულია ლგბტ იდეოლოგიაზე:

„არსებობს მეორე, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც აბსოლუტურად მოშლილია იდეოლოგიურად და მისი მთავარი გზა, რომლითაც მიზანს უნდა მიაღწიოს, დაფუძნებულია „ვოუქიზმსა“ და ლგბტ იდეოლოგიაზე. სწორედ ამიტომ, უნგრეთში ჩატარებული ლგბტ „პრაიდი“ არ მიკვირს“ – განაცხადა ქადაგიძემ.

დეპუტატმა თქვა ისიც, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი სიხარული არაა გასაკვირი- ბოლო 15 წელი, ორბანის მმართველობისას, უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას.

„მე ის მიკვირს, რატომ გვიკვირს ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენები. ხაზგასასმელია, რომ ბრიუსელმა ღიად და დაუფარავად დაიწყო ფსევდო ლიბერალური ნარატივების გავრცელება. თუნდაც საქართველოსთან მიმართებით რა გვესმის: დიახ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, შესაძლოა, ვიზალივბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს. თუმცა, არსებობს კონკრეტული მოთხოვნა და ესაა კანონების გაწვევა- თუ ასე მოვიქეცით, ვიზალიბერალიზაციას არ შეეხებიან. ზოგადად, ურსულა ფონ დერ ლაინი და ევრობიუროკრატია აბსოლუტურად არიან აცდენილნი ევროპულ ღირებულებებს. ამიტომაა მნიშვნელოვანი სწორი დეფინიციის ჩამოყალიბება: ერთ მხარესაა ევროპა, ხოლო მეორე მხარეს ბრიუსელი, თავის ევრობიუროკრატიასთან ერთად. ევროპა იმ ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დაფუძნებული და იმ იდეებით შეიქმნა, რის გამოც ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა და მოგვწონს ევროპულ სივრცეში ყოფნა. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, საქართველო თავისი ისტორიული ფუნქციით, მიზნით, გენეტიკური კოდით უფრო მეტად ევროპული იყო, ვიდრე, პირობითად, ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანა. არსებობს მეორე, ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც აბსოლუტურად მოშლილია იდეოლოგიურად და მისი მთავარი გზა, რომლითაც მიზანს უნდა მიაღწიოს, დაფუძნებულია „ვოუქიზმსა“ და ლგბტ იდეოლოგიაზე. სწორედ ამიტომ, უნგრეთში ჩატარებული ლგბტ „პრაიდი“ არ მიკვირს. ბოლო 15 წელი ევრობიუროკრატებს გაჩხერილი ყავდათ ყელში უნგრეთი და ახლა „გადაყლაპეს“. რა თქმა უნდა, ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  4. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“