ნატოს გენერალური მდივნის პოსტს 2024 წლიდან ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე იკავებს. ფორმალურად, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას მის შემდეგ, ალიანსის წევრებმა ერთობლივად უნდა მიიღონ. პრაქტიკაში კი, კანდიდატის შერჩევაზე ტრადიციულად ყველაზე დიდ გავლენას აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ახდენენ.
ბრიტანული გამოცემა The Observer იტყობინება, რომ კირ სტარმერი დაინტერესებულია ამ თანამდებობით. თუმცა, ამ ამბიციური გეგმის განხორციელება მისთვის მარტივი არ იქნება: გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური კაპიტალი სერიოზულად არის შელახული. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად ტრამპის მხარდაჭერაც, რასაც შეეძლო ალიანსის მოკავშირეები სტარმერის ფიგურის გარშემო გაეერთიანებინა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, სტარმერის თანამდებობიდან წასვლის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ეს უკანასკნელი იმიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხებში „სამარცხვინოდ ჩავარდა“. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერმა „საკუთარ თავს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა“, რადგან ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში აშშ-ს დახმარება არ გაუწია.
ამავდროულად, სტარმერის მომხრეები, თავის მხრივ, ხაზს უსვამენ მის მაღალ ავტორიტეტს ევროპელ მოკავშირეებს შორის და სანდო ურთიერთობებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.











