ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი9°C
  • გორი5°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−2°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ14:24
დავით საყვარელიძე

განცხადება · 125 ნახვა

„საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით – აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე. შტატებს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს პორტები, ტერიტორია, შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, კორეის და ვიეტნამის დროს“

მე მინდა, რომ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველის, პატრიოტის მოსაზრება დარჩეს: ახლა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მიაღწიოს იმას, რაზეც ყველანი ვოცნებობდით – პირდაპირ სამხედრო კონტრაქტს და ხელშეკრულებას შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მომავალში საქართველოს უსაფრთხოების გარანტს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

საყვარელიძეს მიაჩნია, რომ აშშ-ისა და ირანის დაპირისპირებაში, საქართველოს ტერიტორია და პორტები, შესაძლოა გახდეს შეერთებული შტატების ლოჯისტიკური ცენტრი, ისევე როგორც იაპონია, კორეისა და ვიეტნამის ომის დროს, რამაც “ააყვავა და ფეხზე დააყენა იაპონია”.

“ლოჯისტიკის გადალაგებას შეერთებული შტატები ალბათ დაიწყებს. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან ასე თუ ისე დაპირისპირება მომავალში და საქართველოს პორტები, საქართველოს ტერიტორია, სომხეთის ტერიტორია, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიაც შეიძლება გახდეს ლოჯისტიკური ცენტრი, როგორც თავის დროზე იყო იაპონია, მაგალითად, კორეის და ვიეტნამის დროს შეერთებული შტატების მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი, რამაც ააყვავა და ფეხზე დააყენა ისევ იაპონია. ვინც არ იცით და ბევრმა ალბათ, არ იცით, როდესაც მე ვსწავლობდი იაპონიაში, ყველა ჩემი პროფესორი ამას მიხსნიდა, რომ რომ იაპონია დააქცია ომებმა, მაგრამ ააშენა ასევე ომებმა, როცა ჩვენ გავხდით კორეის და ვიეტნამის ომში მთავარი დასაყრდენი და ლოჯისტიკური ცენტრი,” – აღნიშნა საყვარელიძემ. მისივე განცხადებით, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი და მისი შენაერთების აქ განლაგება არის ოცნება და ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნება “ისტორიული სისულელე”. საყვარელიძის თქმით, ამ ნაბიჯზე ბიძინა ივანიშვილი არ წავა. “საქართველოს სიდიდისნაირი ქვეყნისთვის, ამერიკასთან პირდაპირი კონტრაქტი, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირი ამ დროს, იქ – წარმოების გადატანა, იქ – თავის შენაერთების განლაგება იმისთვის, რომ რუსეთი ხვალ არ შემოვარდეს და საქართველო ისევ არ დაიპყროს, არის ოცნება და ამის ხელიდან გაშვება იქნება ისტორიული სისულელე,” – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

დავით საყვარელიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით საყვარელიძე„2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა“