ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როდესაც შანიჩარა ბოტემ მშობლები დაკარგა — ისინი მარტოხელა ველურმა სპილომ სასიკვდილოდ გათელა. ამ ტრაგედიის შემდეგ მამაკაცმა მთელი ქონება გაყიდა, ორი მდინარე გადაკვეთა და საცხოვრებლად ახალ სოფელში გადავიდა, რათა კოშმარი წარსულში დაეტოვებინა. თუმცა, თავის დაღწევა ვერ შეძლო. სპილომ ბოტეს ახალ კვალს მიაგნო, მის ახალ სახლში შეიჭრა და ამჯერად მამაკაცის 25 წლის რძალი და ოთხი წლის შვილიშვილი მოკლა. სასოწარკვეთილი მამაკაცი ამბობს, რომ ცხოველმა ისინი მაინც იპოვა და გასაქცევი აღარსად აქვთ.
ამ შემზარავმა შემთხვევამ ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტის ტალღა გამოიწვია. მათ ხელისუფლების უმოქმედობის ნიშნად ახლომდებარე ხიდი გადაკეტეს. ხალხი ჩივის, რომ სახელმწიფო მათ ვერ იცავს ცხოველისგან, რომელსაც ჩიტვანის ეროვნული პარკის სპეციალისტები სატელიტური საყელურით ისედაც აკვირდებიან და აკონტროლებენ.
საერთო ჯამში, დჰურბეს ანგარიშზე უკვე სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლეა. წარსულში მისი მოკვლაც სცადეს, თუმცა სპილომ ყოველ ჯერზე მოახერხა ჯუნგლებში მიმალვა.











