ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს“ დღეს 15 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი5°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 28 ნოემბერი
  • USD2.5911−0.0006
  • EUR2.8406−0.0038
  • GBP3.4016+0.0034
  • TRY0.0510−0.0001
  • 100 RUB3.1493+0.0005
  • AZN1.5237+0.0001
  • 1000 AMD7.1875−0.0017
  • 10 UAH0.5754+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ18:40
ალექსანდრე რაქვიაშვილი

განცხადება · 137 ნახვა

„ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამაინი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე თურმე „ისევ ბევრნი ვართ“. ამ მიტინგზე მოსულთა ყველაზე ადეკვატური შეფასება +/- 7.5 ათასი ადამიანია“

რეალობის აღიარების შიშია ის, რომ ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამიანი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ თურმე „ისევ ბევრნი ვართ“, ხოლო თავისუფლების მოედანზე გამართულ მიტინგზე მოსულთა ყველაზე ადეკვატური შეფასება +/- 7.5 ათასი ადამიანია,- წერს „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.

რაქვიაშვილის თქმით, ოდესღაც 600-700 ათასი მხარდამჭერის მქონე პარტიებისთვის, რომელთა გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას, ეს სრული ფიასკოა, რასაც „ნაცები“ არ იმჩნევენ და მხოლოდ „ჩერგოს“ წყევლა აღელვებთ.

“ნაცებს რომ კითხო, ბოკერია და თამარა ბიძინას მოსყიდულია (ეს ისტორია, ლამის პირველი რამ იყო, რაც 2020-ში პოლიტიკაში მოსვლისას მოვისმინე, და ჩემი დაკვირვებით საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია პოლიტიკურ სპექტრში), მაგრამ სასწაულებრივ, ხან რა გაერთიანებაში შედაინ ბოკერიასა და მისი პარტიის ლიდერთან, ხან რა.

გვარამია მოღალატეა, ბიძინას მიეყიდაო, მიშა წერდა სულ ცოტა ხნის წინ, და აგერ ანი წითლიძე გვარამიას „ორგანიზაციულ კითხვებს“ უსვამს. „მოღალატე თუა, რა კითხვები უნდა გქონდეს მასთან საერთოდ?“ - ეს კითხვა, რატომღაც, არავის გაუჩნდა.

ჰოდა, ნაცების ასეთი ქცევა იმ ადამიანს გავს, რომელიც განგრენისგან კვდება, მაგრამ ფეხის მოჭრაზე უარს აცხადებს, რადგან “ცალი ფეხით როგორ ვირბინოო”. თუმცა, თუ ეს ნაცებს არ ესმით, ახია მათზე რაც დაემართათ და რაც კიდევ დაემართებათ.

P.S. რეალობის აღიარების შიშია ისიც, რომ ყოველ წელს მიტინგებზე სულ უფრო ცოტა ადამაინი გამოდის და ამის ნაცვლად, ყოველ ჯერზე თურმე „ისევ ბევრნი ვართ“. აგერ, მარტივი არითმეტიკა: თავისუფლების მოედნის შესავსებად 15 ათასი ადამიანია საჭირო, ამიტომ ამ მიტინგზე მოსულთა ყველაზე ადეკვატური შეფასება +/- 7.5 ათასი ადამიანია. ზოგადად, ცოტა არაა, მაგრამ ოდესღაც 600-700 ათასი მხარდამჭერის მქონე პარტიებისთვის, რომლის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას, სრული ფიასკოა. თუმცა არც ამას იმჩნევენ ნაცები და მხოლოდ “ჩერგოს” წყევლა აღელვებთ.”- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ალექსანდრე რაქვიაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ალექსანდრე რაქვიაშვილი„ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს“
  2. ალექსანდრე რაქვიაშვილი„არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა“
  3. ალექსანდრე რაქვიაშვილი„ვერ გავიგე რაზეა აქცია. მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? -იტყვიან, ყოჩაღ, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?“
  4. ალექსანდრე რაქვიაშვილი„ჩერგოლეიშვილისა და გვარამიას ალიანსმა ცენზურა დაუწესა სააკაშვილს, მათ რეალურ პოლიტიკურ ლიდერს, ვის ხარჯზეც არსებობენ პოლიტიკაში, ამაზე მეტი დამცირება რა უნდა იყოს“