განცხადება · 103 ნახვა
„2 თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით და 7000-მდე ადამიანი შეკრიბეს, ისიც 33 წუთში დაეშალათ, აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია შეკრების მორიგი ჩავარდნა“
იმედია ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ. ოპო-ლიდერები, რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია მორიგი ჩავარდნა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, სოციალურ ქსელში.
ზარქუას თქმით, ოპოზიცია ახლა ერთმანეთს აბრალებს შეკრების მორიგ ჩავარდნას და დაფოტოშოფებული ფოტოებით ცდილობს მავანთა მოტყუებას, მაშინ, როცა მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში ნახა, თუ რამდენი შემორჩნენ ერთმანეთს, ხოლო მშვიდობასა და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველო.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“2 თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებით, თავზე გადავლით და შეკრიბეს 7000 - მდე ადამიანი და ისიც 33 წუთში დაეშალათ, იმედია ახლა
მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ ოპო-ლიდერები, რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია მორიგი ჩავარდნა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი! მთელმა საქართველომ კი ვნახეთ პირდაპირ ეთერში თუ რამდენი შემორჩით ერთმანეთს. მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველოც! “- წერს ირაკლი ზარქუა.
ირაკლი ზარქუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი ზარქუა„დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოებში, არასწორი, უსამართლო და ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის შედეგია. მოგვიწოდებდნენ, რომ ფრონტის ხაზები გაგვეხსნა რუსეთთან, სანქციები დაგვეწესებინა, კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ“
- ირაკლი ზარქუა„რევოლუციისთვის, პარლამენტზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ- ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა“
- ირაკლი ზარქუა„ბატონო ჰერჩინსკი, ვინ გაიძულებთ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ? იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, ჩვენი კულტურით, ისტორიით, წარსულით, ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ჩვენს შორის უფსკრული ყოფილიყო“
- ირაკლი ზარქუა„ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს“
