განცხადება · 108 ნახვა
„ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღისწესრიგს!“
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი 28 ნოემბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორთვიანი მზადებისა და ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, ოპოზიციამ საზოგადოების მობილიზება ვერ შეძლო.
მისი შეფასებით, პიარკამპანიამ და სოციალურ ქსელებში ატეხილმა ხმაურმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო აქციაზე ოპოზიციურ სპექტრში არსებული შიდა დაპირისპირებებიც გამოჩნდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე თქმით, ხალხის რაოდენობაც არ არის მთავარი, როგორც ამას გუშინ გვარამია გვაუწყებდა, აქ მთავარია პოლიტიკური რეალობა! ხალხს არ სჯერა ამ პოლიტიკური ნაგავის.
„ ასეა როდესაც სააკაშვილის ნატეხი, პოლიტიკურად გაცამტვერებული, მორალურად დაცემული და პატრონისგან მივიწყებული ნიკა გვარამია და თამარ ჩერგოლეიშვილი აქციას გვიანონსებენ…!
- ხალხის მდინარე ვერა,მაგრამ ჰორიზონტზე ნაკადული ჩანდა, ნაკადული რომელიც წუთებში გაიწოვა და გაქრა!
- ორი თვე გვიანონსებდნენ აქციებს, რომელიც საბოლოოდ ძალიან მცირერიცხოვან შეკრებად იქცა! ხმამაღალი განცხადებებისა და პიარტექნოლოგიების მიუხედავად ანგაჟირებულმა ოპოზიციამ ხალხის შეკრება ვერ შეძლო! სოცქსელებში ხმაური ვერ ცვლის საზოგადოების რეალურ განწყობას, ხოლო მუდმივი მუქარა ვერ ანაცვლებს პოლიტიკურ დღისწესრიგს!
- უცხოქვეყნის მანქურთებად ქცეულ დაქირავებულ ოპოზიციაში საქმე ასეა - როგორც კი იკლებს დაფინანსება, პირდაპირ პროპორციულად იკლებს ხალხის რაოდენობა! ამას ემატება ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირებები, რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა. “მიშას პლაკატი ვერ გაშალეს…”
- ფაქტია, რომ რადიკალების მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი მოსახლეობისთვის მიუღებელია!
სად არის დაანონსებული სიურპრიზები სად არის ზღვა ხალხი ? სად არის და ლიდერების ჯიბეში!
- აქ ხალხის რაოდენობაც არ არის მთავარი, როგორც ამას გუშინ გვარამია გვაუწყებდა, აქ მთავარია პოლიტუკური რეალობა! ხალხს არ სჯერა ამ პოლიტიკური ნაგავის! მოსახლეობაში ნდობა დაკარგულებს ისღა დაგრჩენიათ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაგასვათ საბოლოო ლურსმანი და ეგ არის!“ - წერს სადღობელაშვილი.
ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლადო სადღობელაშვილი„სწორედ მამაშენი და მისი ბელადი იყვნენ, ჩვენი ისტორიული ძეგლი რომ მიყიდეს აზერბაიჯანს და ეს სააკაშვილს არც დაუმალავს, ერთხელ თუ გამოსულხარ და დაგიგმია ჩვენი მიწის გამყიდველების საქციელი მამაშენის თამადობით? რა გგონია, ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ ხარ, რა დავალებას ასრულებ და ვინ დგას შენს უკან?“
- ლადო სადღობელაშვილი„რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება – ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა“
- ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
- ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
