განცხადება · 139 ნახვა
„ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას და ამბობდნენ, რომ არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ - საუკეთესო გათვლებით მაქსიმუმ 7000 ადამიანი მოაგროვეს“
ორი თვე, ყოველდღე აანონსებდნენ ამ აქციას ინტენსიურად და ამბობდნენ, რომ რაღაც არნახული რაოდენობის ადამიანების შეკრებას აპირებდნენ მთელი საქართველოდან. 7000 ესეც საუკეთესო, ე.ი. ოპტიმისტური გათვლებით მაქსიმუმ, რაც მოაგროვეს, - განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციის 28 ნოემბრის აქციის შესახებ საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, თავად ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზეა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ერთმანეთის აუტანლობა იმ დონეზე აქვთ, რომ უკვე, რა თქმა უნდა, მოქმედებაზეც გადადიან, მარტო სიტყვიერად შეხლა-შემოხლას არ დაჯერდნენ და ფიზიკურადაც მოინდომეს ერთმანეთის პლაკატების წართმევა, შემდეგ ფიზიკურად შეუშალეს ხელი, რომ სიტყვით ვინმეს ეთქვა ვთქვათ აქციაზე. ასე რომ, ეს ადამიანები არიან სიძულვილით გამსჭვალული ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ რაიმე დადებითი ემოციის არათუ გამოხატვა, რაიმე დადებითი საქმის გაკეთებაც კი,” - განაცხადა შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“
- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თუ ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნდნენ გაიმეორებენ წარსულში ჩადენილს, გაათმაგებულად გაიმეორებენ და ამას არც მალავენ“
- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„რაც მალე გამოვლენ იმის ილუზიიდან, რომ მათ ჩვენი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვთ, მით უკეთესი იქნება მათთვის“
- თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავად კი არ წყვეტენ როგორ მოიქცნენ, პატრონებთან კამათობენ და ათანხმებენ საკითხებს. სავალალოა!“
