უცხოური მედია

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტილეგიონერთა დაავადების“ აფეთქებას იძიებს

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ზემო ისტ-საიდში (Upper East Side) ლეგიონელოზის, იგივე „ლეგიონერთა დაავადების“ აფეთქებას იძიებს. ინფექციის სავარაუდო წყაროდ მიიჩნევა ორთქლი, რომელიც შენობების სახურავებზე განთავსებული გამაგრილებელი კოშკებიდან (გრადირნიებიდან) გამოიყოფა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ დაავადების გავრცელება არ არის დაკავშირებული შენობების წყალმომარაგების სისტემასთან. ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ დაადასტურა, რომ ზემო ისტ-საიდის მცხოვრებლებს შეუძლიათ ყოველგვარი შიშის გარეშე დალიონ ონკანის წყალი, მიიღონ შხაპი, მოამზადონ საკვები და გამოიყენონ კონდიციონერები საკუთარ სახლებში.

ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალისტერ მარტინის განცხადებით, ამ დროისთვის დაავადების 14 შემთხვევაა დადასტურებული. ფატალური გამოსავალი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მარტინმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდნენ გრიპის მსგავსი სიმპტომების გამოჩენას და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას დაუყოვნებლივ მიმართონ.

ლეგიონელოზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ლეგიონერთა დაავადება“, არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომელმაც შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. ინფექციის გადაცემის ყველაზე გავრცელებული გზა დაინფიცირებული წყლის გაფრქვევისას წარმოქმნილი აეროზოლების (ორთქლისა და წვეთების) ჩასუნთქვაა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.