ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ამბავიპოლიტიკა177 ნახვა

სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. „ომის პარტიას“ წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ – ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა

სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. „ომის პარტიას“ წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ – ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.

მისი თქმით, მთავარი კითხვა ის არის, თუ რომელ „ხალხზე“ საუბრობს კაია კალასი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერას ახსენებს, რადგან საქართველოს ხელისუფლების ფორმირება მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და ამ პროცესში გარე ჩარევის მცდელობა მიუღებელია.

„რა კარგი განცხადება იქნებოდა ქვეტექსტში რომ არ იკითხებოდეს რევანშიზმი! აქ საკითხავი ისაა რომელი “ხალხის” მხარდაჭერა სურს ქბნ კალასს ? იმ ხალხის ვინც არსებული მთავრობა აირჩია თუ მათი ვინც არსებულ მთავრობას წელიწადში ორჯერ (მინიმუმ) აჯანყებას უწყობს?! ახალი ყაიდის ევროპელებს რომლებიც ე.წ ომის პარტიას წარმოადგენენ ერთი რამე ვერ გაუგიათ – ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა, აქ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვირჩევთ ვის მივანიჭოთ-გადავცეთ მართვის მანდატი! ვის რაში სჭირდება თქვენი არაფრის მომცემი მხარდაჭერა?! ყველაფრით უზრუნველყოფილ საქართველოს გაღატაკების პირას მისული ლიბერასტული ევროპის მხარდაჭერა არაფერში სჭირდება! თქვენ თავს მიხედეთ ჯობია!“ – წერს სადღობელაშვილი.