ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი2°C
  • გორი6°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−9°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ15 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ14:56
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 160 ნახვა

„ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:

„ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ევროპელები საქართველოს უფრო ხშირად ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის მიმართულებას. ეს ჩვენთვის ახალი სამუშაო ადგილებისა და ტურისტული სექტორის გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა,“ – წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა სხვა ქვეყნებიდანაც- ჩინეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს მეტყველებს საქართველოს ტურისტული ბაზრის მრავალფეროვნებაზე.

„ამასობაში, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის და მისი ფროილინებისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ ინარჩუნებს ტურისტულ პოპულარობას, არამედ ახალ რეკორდებსაც ამყარებს. იანვარ–მარტში (რაც გაგანია სეზონად ნამდვილად არ ჩაითვლება), საქართველოში 1 300 505 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტებიდან 997 529 ტურისტული ვიზიტი იყო, ანუ ვიზიტები, რომლებიც ღამისთევას მოიცავდა. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის პირველი კვარტლის ისტორიული რეკორდია და 2025 წელთან შედარებით თითქმის 39 ათასი ტურისტით მეტს ნიშნავს. ყველაზე შთამბეჭდავი სურათი ევროპული ბაზრის მიმართულებით იკვეთება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ ევროპელები საქართველოს სულ უფრო ხშირად ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას.

ბოლო წლებში ქვეყანამ მოახერხა ევროპული ბაზრისთვის საკუთარი თავის წარდგენა არა მხოლოდ როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური ბუნების მქონე სახელმწიფომ, არამედ როგორც თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანმა ტურისტულმა დანიშნულებამ. სულ უფრო მეტ ევროპელს იზიდავს, საკუთარი თვალით ნახონ ქვეყანა, რომელიც “არ არსებობს” და მედგრად იგერიებს ევრობიუროკრატების შემოტევებს. ცალკეული ქვეყნების სტატისტიკაც ამ ტენდენციას ადასტურებს. განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა პოლონეთიდან, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა 19,9%-ით გაიზარდა. გერმანიიდან ჩამოსულთა რიცხვმა 6,4%-იანი ზრდა აჩვენა. მთლიანობაში კი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარმა ჯერ კიდევ 2025 წელს 14%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ეს ტემპი უკვე დაახლოებით 30%-მდე გაიზარდა. ეს მიუთითებს, რომ საქართველო ევროპულ ტურისტულ რუკაზე სულ უფრო მყარ პოზიციებს იკავებს. არანაკლებ საინტერესოა სხვა საერთაშორისო ბაზრების შედეგებიც. ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 44,4%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან – 33,2%-ით, ისრაელიდან – 29,4%-ით, ინდოეთიდან – 14,6%-ით, ხოლო უკრაინიდან – 15,4%-ით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება და აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე. ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ იზრდება არა მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობა, არამედ იცვლება მათი გეოგრაფიაც. ევროპელი ტურისტები, როგორც წესი, ქვეყანაში უფრო დიდხანს რჩებიან და მეტ თანხას ხარჯავენ სასტუმროებში, რესტორნებში, ღვინის ტურიზმში, ექსკურსიებსა და შიდა გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებიდან ტურისტების სწრაფი ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სტატისტიკური წარმატება კი არა, დამატებითი სავალუტო შემოსავლების, ახალი სამუშაო ადგილებისა და ტურისტული სექტორის გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
  2. დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
  3. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
  4. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“