ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ არჩილ გორდულაძე„როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც“ დღეს 27 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია−3°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 11 ნოემბერი
  • USD2.5936−0.0007
  • EUR2.9111+0.0070
  • GBP3.4835+0.0014
  • TRY0.0516−0.0001
  • 100 RUB3.1308−0.0176
  • AZN1.5256−0.0005
  • 1000 AMD7.1949+0.0085
  • 10 UAH0.5694−0.0013
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ15 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ12:11
ზურაბ ქადაგიძე

განცხადება · 179 ნახვა

ნიკა გვარამიას განცხადებაზე

„ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება. ქადაგიძის სიტყვებით, ეს ძალები ადამიანების სიცოცხლეს მატერიალური სარგებლით ზომავენ, ხოლო განადგურებულ უკრაინასა და მის ერს ტრილიონიან შესაძლებლობად ფუთავენ.

ქადაგიძე იხსენებს საქართველოში 2008 წელს მიმდინარე მოვლენებსაც:

„წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა. მაშინ ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს“ – წერს ქადაგიძე. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ მშვიდობა და სუვერენიტეტი უალტერნატივო წითელი ხაზია და ის, ვინც ომით ვაჭრობს, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს. „გვარამიას განცხადება არ არის უბრალო პოლიტიკური უგუნურება — ეს არის საზოგადოებრივი მორალის ფსკერი და იმ “გლობალური ომის პარტიის” ადგილობრივი აგენტურის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანების სიცოცხლეს მხოლოდ მატერიალური სარგებლით ზომავს. მათი პოლიტიკური გენეზისი უცვლელია: 2008 წელს, როდესაც წაგებული ომის, დაღუპული გმირების, დაკარგული კოდორისა და ახალგორის ფონზე, სააკაშვილის რეჟიმი რუსთაველზე კონცერტებს მართავდა და შემდეგ, 4-მილიარდიან დახმარებას ზეიმობდა, ქვეყანამ პირველად ნახა ეროვნული კატასტროფის მონეტიზაციის უტიფარი პრეცედენტი. დღეს ეს მოდელი მასშტაბში გაზარდეს და უკრაინელი ხალხის გენოციდს, დანგრეულ ქალაქებსა და მიწასთან გასწორებულ დემოგრაფიას „ტრილიონიან შესაძლებლობად“ გვიფუთავენ.

ხაზგასმით და უაპელაციოდ უნდა ითქვას: 1) პოლიტიკური მაროდიორობა: უკრაინის ომის შემდგომ „ტრილიონებზე“ ნერწყვის დენა, მაშინ როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღუპება, არის პოლიტიკური ნეკროფილია. განცხადების ავტორი ღიად წუხს არა იმაზე, რომ ომი ანგრევს რეგიონს, არამედ იმაზე, რომ საქართველო ამ სისხლიან ნადავლს ვერ მისწვდება. 2) ომში ჩათრევის აღიარებული მოტივი: ამ სიტყვებით საბოლოოდ გაიხსნა კარტები, მათთვის მშვიდობა დანაკარგია, ხოლო ომი – ბიზნესპროექტი. საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან: უნდა ვომობდეთ, რომ მერე აღდგენის ფული მივიღოთ… ეს არის საკუთარი მოსახლეობის საზარბაზნე ხორცად გაწირვის მზაობა უცხოური გრანტებისა და ტრანშების სანაცვლოდ. 3) უსამშობლოების კომპლექსი: მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მოძულე სუბიექტს შეუძლია მშვიდობიანი, მზარდი ეკონომიკის მქონე საქართველო დაამციროს იმის გამო, რომ აქ ბომბები არ ცვივა და შესაბამისად, ნანგრევების აღსადგენად “ტრილიონებს” არავინ გვირიცხავს. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს! საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე არცერთ ვალუტებში არ იზომება. მშვიდობა და სუვერენიტეტი ჩვენი უალტერნატივო წითელი ხაზია, ხოლო ომით მოვაჭრეების ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ზურაბ ქადაგიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?“
  2. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“
  3. ზურაბ ქადაგიძე„როდესაც ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის რამდენიმე კილომეტრის მოწესრიგება ვერ ხერხდება, საზოგადოებაში სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება გონივრული ეჭვი - ხომ არ აქვს ადგილი სერიოზულ უპასუხისმგებლობას შესაბამისი უწყებების მხრიდან“
  4. ზურაბ ქადაგიძე„5 რადიკალური ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესი უნდა დამთავრდეს და, შესაბამისად, ბუნებრივად გაიწმინდება პოლიტიკური ველი – შემდეგ კი, აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებას გაუწევენ“