ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საქართველოს პროკურატურა, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ, განცხადებას ავრცელებს. დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი2°C
  • გორი5°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური−1°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 17 ნოემბერი
  • USD2.5931−0.0003
  • EUR2.8547−0.0102
  • GBP3.4208−0.0079
  • TRY0.0515
  • 100 RUB3.1399−0.0141
  • AZN1.5254−0.0004
  • 1000 AMD7.1935−0.0012
  • 10 UAH0.5703−0.0005
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ15 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ13:14
ჯაბა ხუბუა

განცხადება · 131 ნახვა

„იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას“

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.

ხუბუას შეფასებით, რატი იონათამიშვილის მისამართით ამგვარი განცხადება ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და მათ დაცინვასაც ნიშნავს. აღნიშნული ტენდენცია კი, ჟურნალისტის თქმით, ადასტურებს, რომ ე.წ. ლიბერალურ ბაბლში კაცთმოძულეობრივ განწყობას ფესვები ღრმად აქვს გადაგმული.

„იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე დისკრიმინაციული და ფაშისტური ხასიათის ,,ხუმრობის” კვალდაკვალ, ახლა უკვე მოვისმინეთ ვინმე ცხადაძის (ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის) ასევე დამამცირებელი და ფაშისტური ,,ხუმრობა” რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას. ეს უკვე ტენდენციაა, ძალიან უღირსი და საშიში ტენდენცია, რომელიც მორიგჯერ ადასტურებს, რომ ე.წ. ლიბერალურ ბაბლში ანტიჰუმანისტურ, კაცთმოძულეობრივ განწყობას ფესვები ღრმად აქვს გადაგმული,” – წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

ცნობისთვის, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას, ცხადაძემ აღნიშნა: „აბსოლუტურად თანაბარი ჩხუბი იყო. იმათი მხრიდან რატი იონათამიშვილი იყო ჩართული ჩხუბში. ამათი მხრიდან არავინ. რატის რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს, კინაღამ გააკვრევინა მანქანას, პირველ სიჩქარეში“.

ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
  2. ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
  3. ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
  4. ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“