განცხადება · 142 ნახვა
„აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია“
ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ბერა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ.
ფოჩხუას შეფასებით, „აჭარა თაიმსის“ მფლობელი სულხან მესხიძე ცდილობს, ბერა ივანიშვილის თემის აქტიური გამოყენებით ოპოზიციური მედიის დღის წესრიგში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ამ ეშმაკის მაშხალას, ვინმე სულხან მესხიძეს, რომელიც ამ გაუგებარი გამოცემის “აჭარა ტაიმსის” მეპატრონეა, მოუნდა ცრუ ოპოზიციური მედიის პირველ რიგებში ჩაწერა, ამას კი ივანიშვილების ოჯახის სულ მცირე დღეში ასჯერ ხსენება მაინც სჭირდება. რა ბერა ივანიშვილი, აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია. სულ ტყუილად იხარჯებით, ბერა იმდენად კარგი ახალგაზრდაა, რომ მისი უარყოფითი თან სიცრუეზე აგებული ისტორიებით საზოგადოების გაღიზიანებას ვერ გამოიწვევთ.“ – წერს ფოჩხუა.
ნინო ფოჩხუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნინო ფოჩხუა„აქციას “საქართველო ივანიშვილის გარეშე” უხელმძღვანელებს ნიკა გვარამია, რომლის ლიდერად წარმოჩენა ლგბტქ თემის წინ წამოწევას გულისხმობს, რაც მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას ნიშნავს და რაშიც ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის“
- ნინო ფოჩხუა„„ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“
- ნინო ფოჩხუა„პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ“
- ნინო ფოჩხუა„აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას“
