განცხადება · 93 ნახვა
„არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის, კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შებილწავენ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია – ადვილი წარმოსადგენია, რა შხამითა და ბალღამით ჭყიპავენ ქართველი ახალგაზრდების სულსა და გონებას ბენდუქიძის რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ქალიშვილის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებში“
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფას ეხმიანება და აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულე შვილის ვიდეოდან ქართველი მწერლის შეგინება და ქართული სულიერებისა თუ კულტურისათვის ფასეული საკითხების შებილწვა, გასაკვირი საერთოდ არ არის.
ხუბუას თქმით, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა “შხამით ჭყიპავენ” ქართველ ახალგაზრდებს ბენდუქიძის შვილის უნივერსიტეტებში.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ იქ, სადაც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტიქართველისა და ქართველთმოძულის – კახა ბენდუქიძის შვილია, ნოდარ დუმბაძესაც შეაგინებენ და შერყვნიან და შებილწავენ საერთოდ ყველაფერს, რაც ქართული სულიერებისა და კულტურისათვის ფასეულია, რაც ქართველი კაცის ეროვნულ დვრიტას ქმნის და მისი იდენტობის ნაწილს წარმოადგენს.
ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო ადვილი წარმოსადგენია, რა იდეოლოგიას კულტივირებენ, როგორ ინდოქტრინაციას ახდენენ და რა შხამითა და ბალღამით ჭყიპავენ ქართველი ახალგაზრდების სულსა და გონებას თავის დროზე – კახა ბენდუქიძის, ახლა კი მისი რუსეთში დაბადებული და გაზრდილი ქალიშვილის მფლობელობაში არსებულ უნივერსიტეტებში. ქართული უმაღლესი განათლების სისტემაში დღემდე ანასტასია ბენდუქიძის მამის აჩრდილი რომ დაძრწის, სწორედ ეს არის დიდი უბედურება,” – წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
