პოლიტიკა

სადღობელაშვილი: „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება ბერა ივანიშვილის უკავშირდება – აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით, ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივის გამოწვევაა

გუშინ მედიასივრცეში, კერძოდ გამოცემა „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძართან მოძრაობის შეფერხება და გზის ჩაკეტვა ბერა ივანიშვილის უკავშირდება… ეს არის მორიგი თითიდან გამოწოვილი „სენსაცია“ და ფაქტების შეგნებული დამახინჯება, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბათუმში, ტაძრის ტერიტორიაზე ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევები, „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე კი, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით.

ანალიტიკოსის შეფასებით, ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივისა და გაღიზიანების გამოწვევაა, რათა საკუთარ მედიას პოპულარობა ტყუილით მოუტანონ.

“ამ ქორწილში, გადაჭარბების გარეშე, ნახევარი საქართველო იყო შეკრებილი. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური ღონისძიების დროს ტაძრის მიმდებარედ ხალხისა და მანქანების ნაკადი მკვეთრად იზრდება. ბათუმელები დამეთანხმებიან, რომ ასე ხშირად ხდება ხოლმე ამ ტერიტორიაზე და ეს ფაქტი არავის უკვირს სულხანის მესხიძის (აჭარა თაიმსის რედაქტორი) გარდა. – პლიუს ამას მოგეხსენებათ ზაფხულის პიკში ბათუმი ისედაც გადაჭედილია ტურისტებითა და ავტომობილებით. ქალაქში გადაადგილების პრობლემა სეზონურია და ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შეფერხებაც სწორედ საერთო გადატვირთულობის ბრალი იყო. სრულიად აშკარაა, რომ „აჭარა თაიმსი“ და მისი ხელმძღვანელი, სულხან მესხიძე, დაკავებულები არიან იაფფასიანი პიარით. ამგვარი სიცრუის ტირაჟირების ერთადერთი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური ნეგატივისა და გაღიზიანების გამოწვევაა, რათა საკუთარ მედიას პოპულარობა ტყუილით მოუტანონ. სამწუხაროა, როდესაც მედია ობიექტური ფაქტების გაშუქების ნაცვლად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და იაფ ინტრიგებს ირჩევს.” – წერს სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.